Sunday, September 22, 2019

ტრენინგის  მეოთხე  დღე
გავიხსენეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები.გავეცანით  და  გავარჩიეთ  შეფასების  გეგმის  5  სტრატეგია;  კერძოდ:  მოსწავლეთა  წინარე  ცოდნისა  და  საჭიროების  შეფასების  სტრატეგიები,  თვითრეგულირებადი  სწავლისა  და  თანამშრომლობის  უნარის  შესაფასებელი   სტრატეგიები,  პროგრესის  მონიტორინგის  სტრატეგიები,  სტრატეგიები  გაგების  შემოწმებისა  და  მეტაშემეცნების  წახალისებისთვის,  გაგებისა  და  უნარების  დემონსტრირების  სტრატეგიები.  გავიხსენეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი- ამ  გეგმის  განხორციელების  მიმდევრობა  თუ  როგორ  გაფორმდეს,  რომ  მივიღოთ  სრულყოფილი  ფორმა.  გავეცანით  ბლოგზე  სურათების  ატვირთვის  მეთოდს.  ტრენინგის  მეოთხე  დღე  საინტერესო    და  მრავალი  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის  მომცემი  იყო  პროექტებზე  მუშაობის  მეთოდების  გაცნობის  და  მათი  სრულყოფის  თვალსაზრისით.
.

No comments:

Post a Comment